LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდან არის გასული – IAEA

284
atomurii

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის რაფაელ გროსის განაცხადებით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული.

“ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა”, – განაცხადა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მისი გუნდი მზად იყო, ქარხნის მოსანახულებლად ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს მისიის განხორციელება.

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ დაყენებული ოფიციალური პირის ევგენი ბალიცკის განცხადებით, უკრაინული ძალები დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ატომურ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები მზად არიან IAEA-ს აჩვენონ, თუ როგორ იცავდნენ რუსები ბირთვულ ობიექტს, მაშინ როცა უკრაინელები მას უტევდნენ.

ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g