შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაპუნა უგრეხელიძე, რომლის დეპორტაციაც უკრაინიდან განხორციელდა, ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი” არ არის და, შესაბამისად, საქართველოში შემოსვლის შემდეგ მისი დაკავება არ მომხდარა.
შსს-ს ინფორმაციით, ქართველის დეპორტაციის მიზეზი საბუთებში არსებული ხარვეზები იყო. შსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პაპუნა უგრეხელიძე ე.წ. „კანონიერი ქურდია”.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ქვეყნის უსაფრთხების სამსახურმა ქართველი ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი” კიევში გუშინ დააკავა და იძულების წესით საქართველოში დააბრუნა.