უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციის საკითხზე უკრაინაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს საელჩომ უკრაინაში, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა და მოცემული მომენტისათვის აგრძელებს პერმანენტულ კავშირს როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან”.
ამის შესახებ ოფიცილაური განცხადება მხოლოდ დეპორტირებული ქართველების საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავრცელა.
“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში, საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნის უკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.
“საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები,“ – ნათქვამია განცხადებაში.