LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ნატოს გენმდივანმა უკრაინის ალიანსში დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადი მიიღო

53
Ukraine Nato flag

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აცხადებს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ალიანსში დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადი მიიღო.

როგორც იგორ ჟოვკვა განმარტავს, დაჩქარებულ პროცედურაში უკრაინული მხარე, ნატოში ინტეგრაციის გაგრძელებას სამოქმედო გეგმის ე.წ. მაპის გამოყენების გარეშე გულისხმობს.

„დღეისთვის ნატოს გენმდივანმა ოფიციალურად მიიღო ეს განაცხადი, უკრაინისგან ნოტის სახით. შემდეგი ეტაპი იქნება ამ განაცხადის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე განხილვა, ანუ ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩების დონეზე. ამიტომ უკრაინას მოძრაობის შესაბამისი მოდელის იმედი აქვს და, რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტიც და დიპლომატიური სამსახურიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს ნატოს წევრ ქვეყნებთან, რათა ასეთ განაცხადს პრაქტიკული განხილვა მოჰყვეს“, – განაცხადა ჟოვკვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g