ილონ მასკის ტრანსგენდერ შვილმა, ვივიენ უილსონი სოციალურ ქსელებში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა.
გასულ წელს მან მასკს არაქრისტიანი მატყუარა უწოდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ბაბუაზე, ელორდ მასკზე ისაუბრა და განაცხადა რომ ის რასისტია.
20 წლის ვივიენი „ინსტაგრამზე“ ხშირად დებს სახალისო ვიდეოებს, მათგან ყველაზე პოპულარული ბოლო ვიდეოა, რომელშიც ის ცნობილი ანიმაციური პერსონაჟის, „რაპუნცელის“ როლს ირგებს.
„ულამაზესია“, მამას ჰგავს“, „მართლაც ნამდვილი გოგონაა“, „მამაც სძულს და ბაბუაც“, „ნეტავ ილონი თუ ზრუნავს მასზე“, – არ წყდება კომენტარები.
ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს და მამას არაქრისტიან მატყუარას უწოდებს
ცნობისთვის, ვივიენი ტყუპისცალ ძმასთან, გრიფინთან ერთად 2004 წელს, კალიფორნიაში დაიბადა, ის მასკისა და მისი პირველი ცოლის, ჯასტინ უილსონის შვილია. ქსავიე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, თავისი გენდერული იდენტობა მამამისისთვის დაემალა. მან „ქამინგ-აუთი“ 2022 წელს გააკეთა. პარალელურად სახელი, ქსავიერი ვივიანად შეცვალა და დედის გვარზე, უილსონზე გადავიდა. მას მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
„მე შვილი დავკარგე… ჩემი ვაჟი მოკლეს…“ – ილონ მასკი ტრანსგენდერ შვილზე განცხადებას ავრცელებს
„ილონის ბრალია მისი პირველი შვილის გარდაცვალება“ – ილონ მასკის მამა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს