LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულტიმატუმს ვუყენებ საკოორდინაციო საბჭოს, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა, ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი: შალვა ნათელაშვილი

89
ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკოორდინაციო საბჭოს ულტიმატუმს უყენებს გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსპორტზე შეზღუდვას რუსთაველზე ხალხთან ერთად გააპროტესტებენ.

ნათელაშვილის განმარტებით, „ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი“.

„ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი. მოვუწოდებ ყველა კომპანიას, გახდნენ თანამოსარჩლეები საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჩვენი სარჩელისა ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება, საქალაქო ტრანსპორტი თუ არ გაიხსნება, რუსთაველზე უნდა დაუძახოთ ხალხს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g