LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, ჩვენი ლამაზთვალება მოსწავლე აღარ გვყავს… მაპატიე გიო, რომ ვერ მოვასწარი, შენთვის კარგი მასწავლებელი და მეგობარი ვყოფილიყავი…“ – რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1414
მაგდალინა თოდუა, ტრაგედია სვანეთში

სვანეთში მომხდარ ტრაგედიას რუხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.

სამწუხარო ინფორმაციას რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მაგდალინა თოდუა ავრცელებს და ოჯახსა და მის მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

„ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა დავწერო

ჩვენი ლამაზთვალება მოსწავლე აღარ გვყავს.

სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ მდინარეში გადავარდა.

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, მდინარე ენგურში ავტოკატასტროფის შედეგად, სამი ახალგაზრდა დაიღუპა. მათ შორის, რუხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, სიცოცხლით სავსე გიორგი ვიბლიანი.

გული მეგლიჯება, სული მეყინება. მაპატიე გიო, მაპატიე, რომ  ვერ მოვასწარი, შენთვის კარგი მასწავლებელი და მეგობარი ვყოფილიყავი. ვეცდები, შენი თანატოლებისთვის, უკეთესი ვიყო და ამისთვის თავს არ დავზოგავ.

უფალს ებარებოდეთ ანგელოზებო“, – წერს მაგდალინა თოდუა.

არსებული ინფორმაციით, გუშინ სოფელ ნაკრაში სამი ახალგაზრდა ავტომობილით მდინარეში გადავარდა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველები ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ. 

პოპულარულები