LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სიცივეში თავს შეგვახსენებს

188
BeFunky-collage (2)

“მეცნიერთა ერთი უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს და წავიდეს კლებისკენ შედარებით როგორც ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა და რომ ის გადაიქცეს სეზონურ ვირუსად, რომელიც სიცივეში შეგვახსენებს ხოლმე თავს და შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე, ვიდრე გრიპის ვირუსი,” –  ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მოსალოდნელი მასშტაბების შესახებ ისაუბრა.

„ახალი ინფექციაა, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყო, ვირუსის ქცევის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, არსებობს ბევრი თეორია და ბევრი მათემატიკური მოდელი ამ დაავადების გავრცელების, მსოფლიო ჯერ ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, რამდენ ხანს გაგრძელდება….

ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა: გამყრელიძე კვირის ბოლოს 350-400 შემთხვევას პროგნოზირებს

ამიტომ მუშაობენ მეცნიერები ვაქცინის შექმნისთვის. საქართველოში ვფიქრობთ, რომ აღმავალ ფაზაში ვართ, გვაქვს შემთხვევების მატება. ვპროგნოზირებდით გარკვეულად ჩვენ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა, კვირა დღის ბოლოს გვქონდა უფრო ნაკლები, რამდენიმე ერთეულით შევცდით, ეს კარგია. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-დან 400-მდე. შემდგომი კვირები, მთლიანად აპრილი, იქნება რთული, შემდგომ ველოდებით, რომ ყოველკვირეულად უნდა იყოს გაორმაგება. ამიტომ აპრილი, მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სოციალური დისტანცირება არის ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი.

„თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში, ან ასე და ასე შემდეგ, მაგრამა ამაზე გარკვეული პერიოდულობით იკრიბება ჯგუფი ექსპერტებისა, ვმსჯელობთ და ვისაც დააინტერესებს შეუძლია შემოგვიერთდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

2-3 კვირაში პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით: თენგიზ ცერცვაძე

ღმერთი მოწყალეა, გვახსოვდეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს – ილია მეორე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები