„ოსკაროსანი” სიუზან სარანდონი, არა მხოლოდ კარგი მსახიობი, არამედ საოცრად გონიერი ქალბატონია, რომელსაც როგორც ამბობენ, ხშირად მიმართავენ კოლეგები რჩევისთვის.
fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:
- ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ პარტიას ის ადამიანები ქმნიან, ვინც არასდროს დადიან არჩევნებზე.
- მთელი ცხოვრება სიმართლეს ვამბობი და ტყუილის თქმას აზრი აღარ აქვს.
- ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლებად ვფიქრობ როგორ გამოვიყურები და მეტად ვინტერესდები, რას ვაკეთებ.
- გულიც კუნთია, მაგრამ რაც მეტს ამუშავებ, მით უფრო დიდი ხდება.
- პროდიუსერები მხოლოდ იმ მამაკაცებს იწვევენ როლზე, ვისაც უნდათ რომ ჰგავდნენ და მხოლოდ იმ ქალებს – ვისთანაც ფიზიკურ ურთიერთობაზე ოცნებობენ.
- არ მჯერა ქორწინების. მჯერა სიყვარულის და ნდობის. ქორწინება სამსახურს ჰგავს, თითქოს ადამიანები თანამდებობას ღებულობენ და ან უფროსობენ ერთმანეთზე ან ემორჩილებიან.
- ვერასდროს განკურნავ სულს, სანამ სხეულს არ გააჯანსაღებ.
- უმთავრესი – ოჯახი და შვილებია. ბავშვებს ახალი სამყარო მოაქვთ და მშობელიც თითქოს თავიდან იწყებს ცხოვრებას. მე მათ სამყაროში ვცხოვრობ და საკუთარზე მეტად მომწონს.
- ძალიან მიყვარს უჩვეულო ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვეულებრივ ადამიანებზე დაკვირვება უჩვეულო სიტუაციებში.