ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმისთვის რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ, ქვეყანაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ასევე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მათი აღსრულება.
მანვე განმარტა, რომ როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს.
“აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ თებერვლიდან მესამე ტალღა დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5 ათასი შემთხვევა და ახლა არის ათასიდან 2 ათასამდე შემთხვევა. საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ.
"უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში".
კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვალში იქნება: ტიკარაძე
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აშშ-სა და ინგლისშია. იქ რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და ისეთი ლოქდაუნებია, რომ ჩვენ არც დაგვესიზმრება. ინგლისში ადამიანებს საბუთის გარეშე ბინიდან გასვლის უფლება არა აქვთ. რომ ამბობთ, ჩვენთან სასწრაფო და კლინიკაში ადგილი არ იყოო, აშშ-სა და ინგლისში სასწრაფოები კილომეტრიან რიგებში დგანან და ავადმყოფებს რვა-რვა საათი სასწრაფოებში გატარება უწევთ, რადგან კლინიკაში ვერ ათავსებენ. აშშ-ში განკარგულება გასცეს, რომ ჟანგბადი მხოლოდ იმას მისცენ, ვისაც 90-ზე ნაკლები აქვს, მაშინ როცა ჩვენ 93-ზე ნაკლებზე ვაძლევთ.“-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მოლები და ბაზრობები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, ტრანსპორტზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ
მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე