LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა გაუქმდეს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი პრივილეგიები: სამსახურებრივი მანქანა, მძღოლი, სახელფასო დანამატი და ბონუსები – აშშ-ს საელჩოს რეკომენდაციით, მოსამართლეთა დაწინაურების ყოვლისმომცველი სისტემა უნდა შემუშავდეს

82
Untitled design (8)

საკანონმდებლო ცვლილებების გზით, უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა დაწინაურების ყოვლისმომცველი სისტემა, რომლის საფუძველზეც დაწინაურება და სხვა სასამართლოში გადაყვანა დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ობიექტურ შეფასებაზე და მოხდება მხოლოდ კონკურენტული პროცესის შედეგად, – ამის შესახებ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ პარლამენტისადმი წარდგენილ რეკომენდაციებშია ნათქვამი, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დღეს არსებული  თანამდებობრივი პრივილეგიები უნდა გაუქმდეს.

„მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოება, გენდერული თანასწორობა და გამჭვირვალობის გაზრდა“ – რა რეკომენდაციებს გასცემს აშშ-ის საელჩო

ამის შესახებ საუბარია პუნქტში, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნასა და ფუნქციებს უკავშირდება:

“საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მოხდეს უშუალოდ ამ სასამართლოს მოსამართლეების მიერ, ან როტაციის წესით, შეზღუდული, მაგრამ განახლებადი ვადით. მსხვილ სასამართლოებში, თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს აღნიშნული სასამართლოს მოსამართლეების მიერ იმავე პროცედურით, რაც შემოთავაზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისთვის.17 მცირე ზომის სასამართლოებში, სადაც არის რისკი, რომ კენჭისყრა ვერ იქნება ფარული, რეკომენდებულია როტაციის სისტემის შემოღება. საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე, უნდა მოახდინოს თავმჯდომარისა და სასამართლო მენეჯერის ფუნქციებისა და უფლებამოსილების დეცენტრალიზება.

მენეჯერული ფუნქციები, როგორიცაა ბიუჯეტის დაგეგმვა, სასამართლო აპარატის თანამშრომელთა სამსახურში დანიშვნა და გათავისუფლება, უნდა იყოს დეცენტრალიზებული იმგვარად, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდეს ერთპიროვნულად. როცა სასამართლოს თავმჯდომარე აპირებ სასამართლოს ორგანიზაციულ საკითხებში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ამავე სასამართლოს მოსამართლეებთან.

დამატებით, ისეთი თანამდებობრივი პრივილეგიები, რომლებიც უკავშირდება თავმჯდომარის პოზიციას, როგორიცაა სამსახურებრივი მანქანა, მძღოლი, სახელფასო დანამატი და ბონუსები, უნდა გაუქმდეს.

უფრო მეტიც, საქმეების განხილვა უნდა იყოს სასამართლოს თავმჯდომარეების უპირველესი მოვალეობა, მათი სამოსამართლო კომპეტენციისა და მომზადების გამო.

ასევე, გასათვალისწინებელია საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარის პოზიციების გაუქმების საკითხი, როგორც სასამართლო სისტემისთვის არააუცილებელი პოზიციებისა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, რეკომენდაციები პარლამენტს დაეხმარება საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომლის საშუალებითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g