LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ჰქონდეთ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალება? – შალვა ამონაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ინტერნეტსივრცეს იპყრობს

530
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

უნდა ჰქონდეთ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალება? – საკითხზე ფილოლოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში  „მთავარ როლი“ ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„მამა ძლივს მოდის სახლში, მუშაობს და გვიან მოსულს ერთი საათი აქვს ბავშვთან საურთიერთოდ.. ჩვენ მამის ერთი საათი იმაში დავხარჯოთ დაადგეს ბავშვს თავზე და უთხრას – კიდევ არ გისწავლია გაკვეთილი? როგორ ბედავ?

ბავშვიც დაიჩაგრა და მამასაც ვერ გაუხარდა შვილი.. ვინ შეიტანა ეს გაუგებრობა მამა-შვილს შორის? იმ მასწავლებელმა, რომელმაც ქიმიასა თუ ფიზიკაში რაღაც დავალება მისცა, მეორემ ბიოლოგიაში, მესამემ კიდევ რაღაც საგანში.. ბავშვი ერთია და 6 დავალება დაატყდა თავს.. თითო დავალებაზე 20 წუთი, ნახევარი საათი მაინც ვიანგარიშოთ..

როდის იძინოს [ბავშვმა]? მამა ან დედა როდის დაელაპარაკოს შვილს? ბებია როდის მოეფეროს?

შეიძლება არ მისცეთ ბავშვებს საშინაო დავალება და რატო ვაძლევთ? ოჯახს ვაუბედურებთ, ბავშვს შენს წინააღმდეგ აჯანღებთ..

ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ დავალება.. უნდა ჰქონდეთ როგორ იცით?

 

უნდა ჰქონდეთ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალება?

უნდა ჰქონდეთ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალება?
#მთავარროლში შალვა ამონაშვილი

Posted by TV Imedi on შაბათი, 21 იანვარი, 2023

 

“მე თუ მარტო იმას ვკითხე ვინც ხელი აიწია, ესეიგი სხვებისთვის ეს მაგალითი აღარ ვარგა”

“მე თუ მარტო იმას ვკითხე ვინც ხელი აიწია, ესეიგი სხვებისთვის ეს მაგალითი აღარ ვარგა”
#მთავარროლში შალვა ამონაშვილი ❤️

Posted by TV Imedi on კვირა, 22 იანვარი, 2023

 

ამავე გადაცემაში, შალვა ამონაშვილმა ბავშვებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა და აღნიშნა – „მე თუ მარტო იმას ვკითხე, ვინც ხელი აიწია, ე.ი სხვებისთვის ეს მაგალითი აღარ ვარგა“.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის ჩატარების ასეთმა ფორმამ ინტერნეტმომხმარებელი აღაფრთოვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g