LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთის პრემიერი ქვეყანაში ანტი-ლგბტქ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

35
ლგბტ+ დროშა

უნგრეთის პრემიერი ქვეყანაში ანტი-ლგბტქ კანონის მიღების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ამის მიზეზი აღნიშნულ კანონზე ევროკავშირის მკაცრი კრიტიკაა.

ევროპულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ უნგრეთში მიღებული გადაწყვეტილება, დისკრიმინაციული ხასიათისაა და ლგბტ საზოგადოების წევრების უფლებებს ლახავს.

ცნობისთვის, კანონი სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვასა და გავრცელებას კრძალავს, რომელიც ამ ინიციატივის ავტორების აზრით, ასეთი საკითხების წინ წამოწევას ხელს უწყობს.

ევროკომისიას სარჩელი სასამართლოში შეაქვს, ევროკავშირი კი ფინანსური სანქციებით იმუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები