LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში დეპრესიის გამოსავლენად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ

135
Screenshot 2023-04-12 110257

უნგრელმა მეცნიერებმა ბუდაპეშტის უნივერსიტეტიდან შექმნეს აპლიკაცია, რომელიც პაციენტის საუბარზე დაკვირვებით დეპრესიას ადგენს. ინფორმაციას სიახლის შესახებ diatribe.org ავრცელებს.

ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ალგორითმი ავლენს იმ მთავარ ნიშნებს, რომელიც დეპრესიის მქონე ადამიანის საუბარს ახასიათებს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ასეთი დაავადების მქონე ადამიანების ხმას სპეციფიკური სპექტრი, დინამიკა, ტონალობა და რიტმი აქვს.

პროგრამის ტესტირებისთვის 218 ადამიანის ხმის ნიმუში გამოიყენეს და ცდისპირთა ნაწილს დადასტურებული დიაგნოზი ჰქონდა. შედეგებმა აჩვენა, რომ აპლიკაციას დეპრესიის მქონე პაციენტების აღმოჩენა 76-84%-იანი სიზუსტით შეუძლია.

აპლიკაცია უკვე მზადაა, თუმცა მის გამოყენებამდე დამატებითი ცდების ჩატარებაა საჭირო.

პროექტის ავტორები იმასაც ამატებენ, რომ აპლიკაციის პარკინსონს დაავადების აღმოჩენისთვის ადაპტირებაცაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები