LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში გაიხსნა საზაფხულო ბანაკი, სადაც მსურველებს ბალახის კრეჭას შეასწავლიან

130
kaszalas-1280x640

უნგრეთის ქალაქ ჰარომჰუტაში გაიხსნა საზაფხულო ბანაკი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ ბალახის კრეჭა ისწავლოს. სიახლის შესახებ Civilek info წერს.

კურსი 3 დღე გაგრძელდება. ცხოვრება და კვება მონაწილეებისთვის უფასო იქნება. ამ დროის განმავლობაში მათ მოუყვებიან, თუ როგორ გამოიყენონ ცელი და ახალი უნარის პრაქტიკაში დატესტვის საშუალებასაც მისცემენ.

ბალახის კრეჭის ტრადიციული მეთოდის დაბრუნება ბიომრავალფეროვნების დაცვას შეუწყობს ხელს. განსხვავებით მანქანისა, ბალახის ხელით მოცელვის შემდეგ მწერებისთვის საცხოვრებლად კომფორტული პირობები ნარჩუნდება. ამასთან, ადამიანს მინდვრის თითოეული მონაკვეთის მდგომარეობის შეფასება და იმის გადაწყვეტა შეუძლია, თუ როდის ჯობს ბალახის მოცელვა.

შეგახსენებთ, რომ ამასობაში ბულგარეთში გაიხსნა აკადემია, სადაც მსურველებს მეცხვარეობას შეასწავლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები