LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Lamborghini Temerario-ს შეღებვას ორი თვე დასჭირდა

108
1428x1428

კომპანია Lamborghini-მ მაიამიში, ხელოვნების გამოფენაზე Art Basel, წარმოადგინა უნიკალური Temerario – მოდელის პირველი ეგზემპლარი აშშ-ში. კორპუსის განსაკუთრებული დიზაინი Ad Personam-ის მიერ შეიქმნა და დიზაინის ხელით დატანას 2 თვე მოანდომეს. ავტომობილს უკვე ჰყავს მფლობელი.

სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ფერთა გამას კომპანიამ „კრისტალური“ უწოდა, თუმცა ვიზუალურად ორნამენტი კამუფლაჟს უფრო ჰგავს. დიზაინში გამოყენებულია სამი ფერი:

Verde Shock, Grigio Maat და Nero Nemesis. მთლიანობაში ს 320 საათი იმუშავე, რათა სპეციფიკური ეფექტი მიეღოთ. Temerario დამატებით აღჭურვილია Allegerita-ს პაკეტით, რომელიც მოიცავს კარბონის ელემენტებს.

სალონი შესრულებულია იმავე ტონებში. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Lamborghini ქარხნიდან სპეციალურად გაფორმებულ სუპერქარებს უშვებს. 2024 წლის ნოემბერში კომპანიამ ჩინელი კლიენტისთვის შექმნილი „ცეცხლოვანი“ Revuelto წარმოადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები