LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო ფაქტი: ბრალდებულმა საკუთარი ადვოკატი დაჭრა – „დანა სახეში მოხვდა, მერე დაძრული მანქანიდან გადახტა..“

245
Untitled design - 2022-03-21T145010.565

ადვოკატ, გიორგი ბარდაველიძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხეულის დაზიანება მიაყენა. გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, ორი დაცვის ქვეშ მყოფიდან ერთ-ერთმა, სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად, მისთვის დანის ჩარტყმა ყელისა და ზურგის არეში სცადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მას დანა სახის არეში მოხვდა.

გიორგი ბარდაველიძე არ ასაჯაროებს, რა საქმეზე იცავდა ბრალდებულებს.

მეტი დეტალის გარკვევას ფორტუნა „ადვოკატთა ასოციაციაში“ შეეცადა.

 „ადვოკატს უნდა გაესაჩივრებინა განაჩენი და გაასაჩივრა. მოხდა ისე, რომ ფოსტამ დააგვიანა პასუხის მოტანა, რადგან დასვენების დღეები დაემთხვა.

ამ ამბავს, 16 მარტს მოჰყვა შელაპარაკება. ადვოკატი ბრალდებულებმა მანქანაში ჩაისვეს. ერთ-ერთმა, რომლის გამამართლებელი განაჩენი დამდგარია, დაიწყო კითხვები, თუ რატომ დაგვიანდა გასაჩივრება და ამას მოჰყვა შელაპარაკება.

ბრალდებული დანის ჩარტყმას შეეცადა, უნდოდა  ყელის არეში მიეყენებინა ჭრილობა, ადვოკატმა აიცილა და დანა სახეში მოხვდა, მერე მოახერხა და გადახტა დაძრული მანქანიდან.

ახლა თავს კარგად გრძნობს ადვოკატი, ჭრილობა უკვე შეხორცებული აქვს და პირებიც უკვე დაკავებულები არიან“. – აცხადებენ „ადვოკატთა ასოციაციაში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

„მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადვოკატთა ასოციაცია მსგავსი უმსგავსო ტიპის მოქმედებებზე ყოველთვის ძალიან მკაცრი იქნება და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ყველა პროცედურა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ადვოკატს და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პირის ადეკვატური პასუხისმგებლობა დადგება,“ – განაცხადა დავით ასათიანმა.

მან მომხდარს უპრეცედენტო უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g