LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო შემთხვევა – „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ხელნაკეთ ნივთებს მილანის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ

169
12

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების  ნამუშევრებს საერთაშორისო გამოფენა „Micam & Mipel Milano 2023“ უმასპინძლებს.

მსჯავრდებულებს მილანში, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაზე გატანის საშუალება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეძლევათ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია – ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები.

„რე-მარკეტი“ იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.  სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ მცირე საწარმოებში, რომლებიც  3D პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ,  შემდგომ კი პროდუქცია წერეთლის N8-ში მდებარე რესოციალიზაციის მარკეტში იყიდება.

მილანის საერთაშორისო გამოფენა უმსხვილესი მოვლენაა ტყავის მწარმოებლებისთვის. მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს და  45 000-მდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება.

 

magti 5g