LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: პარადოქსული რამ ხდება, გასაგებია, რაც არის გამიზნული: კომისია ომბუდსმენის კანდიდატებს შეარჩევს, შემდეგ ფრიდონ ინჯია ვინმეს დაასახელებს, “ოცნება“ კანდიდატს მხარს დაუჭერს და ყველა იქნება მხიარული

60
6ac2ff52d38f22539e89ac2955f76b72-2021-09-01_06-40-27_821043

88-ხმით ერთხმად, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება.

პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ლელოს“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს უჭერს იმ პირობით, თუ პროექტი მეორე მოსმენით განხილვის დროს ჩასწორდება.

როგორც უსუფაშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, თუკი სახალხო დამცველის არჩევის “სუპერდემოკრატიული“ წესი და პროცედურაა შემოთავაზებული, გაუგებარია, რატომ არის ის ერთჯერადი წესი და რატომ რეგულირდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და არა პარლამენტის რეგლამენტით.

“როდესაც ვამბობ, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ხმას მივცემ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმდენად მიამიტი ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ ამ პროექტის შემქმნელთა კეთილშობილური მიზანი ის არ იყო, როგორ მივეხმაროთ ოპოზიციას უკეთესი კანდიდატურის შერჩევაში.

არც ისაა მიზანი, კანდიდატებს ჩვენ არ დავასახელებთო… მახსენდება ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში არდასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი, როცა მერე იმ კანდიდატის ნაცვლად, ბილბორდებზე “ქართული ოცნების“ ლიდერების პორტრეტები ვიხილეთ. როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო უმრავლესობის მიერ არდასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი, ახლაც გასაგებია..

პარადოქსული რამ ხდება – ჩვენ ახლა კანონს იმ ადამიანისთვის ვიღებთ, რომელმაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არ გვჭირდება – გასაგებია, რაც არის გამიზნული: კომისია სახალხო დამცველის კანდიდატებს შეარჩევს, შეფასებებს დაუწერს, შემდეგ ბატონი ფრიდონ ინჯია ვინმეს დაასახელებს, “ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს დაუჭერს და ყველა იქნება მხიარული – პოლიტიკურ „ტრიუკებში“ ჩვენც რაღაც გაგვეგება!“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g