ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 44 წლის გახდა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მილოცვებისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან ბევრი, მართლაც უთვალავი სადაბადებისდღეო მილოცვა მივიღე ფეისბუკით, ინსტაგრამით, პირადი შეტყობინებებით, სტატუსებით, კომენტარებით, სთორებითა და რილსებით… ჯერ წაკითხვა ვერ მოვასწარი, არათუ პასუხების დაბრუნება…
ამჟამად გერმანიაში ვიმყოფები, სადაც ლიზა ბათიაშვილის და ჩემი ერთობლივი პროექტის CITY LIGHTS-ის ევროპული პრემიერები მიმდინარეობს და იმის გამო რომ ქალაქიდან ქალაქში გადავდივართ და მყისვე ახალ სცენაზე სამზადისს ვიწყებ ვერა და ვერ ვპოულობ დროს სათანადო მადლობები გადავუხადო ჩემ მეგობრებს, გულშემატკივრებს, კეთილის მსურველებსა და მსმენელებს, ყველას ვინც თავისი ძვირფასი დრო დახარჯა და ასე თბილად და სიყვარულით მომილოცა… ამას ძალიან განვიცდი.
მაგრამ ცოტას რომ ამოვისუნთქავ აუცილებლად მივეფერები ყველას, რადგან სავსე ვარ სიყვარულით მადლიერებით, ძალიან დიდი მადლიერებით! ღმერთმა ჯანმრთელი, დღეგრძელი, ბედნიერი და წარმატებული მიმყოფოს თქვენი თავი! ასევე ღმერთს ვთხოვ შემაძლებინოს ჩემი საქმით თქვენი გახარება და ყველაზე მეტად წელს რა სურვილიც მაქვს ეს უკრაინის უპირობო გამარჯვებაა, რასაც აგრეთვე ვუკავშირებ ჩემი სამშობლოს ნათელ მომავალს!
ეს ფოტო ბერლინში ჩემი დღეობის აღსანიშნავად გუშინ გადავიღეთ. ლიზა ბათიაშვილთან, თეო და ნუცა ჯორბენაძეებთან, ვანო ჭელიძესთან, ინგოლშტატელ ჩემ ქართველ მეგობრებთან, ჩემ დუდანასთან, მარიო სტეფანოსთან და არაერთ უძვირფასეს ადამიანთან ერთად ევროპის შუაგულში ამ დღეს ყველაზე მეტად ცოტნეს ყოფნა მახარებდა!!!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

