LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო

135

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღო წარმოებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროკურატურის საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ძალაში დატოვა.

დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ განაჩენი არა მამა გიორგი მამალაძეს, არამედ ქართულ მართლმსაჯულებას გამოუტანა.

„როგორც აღმოჩნდა უზენაეს სასამართლოს იმის დამოუკიდებლობის ხარისხიც კი არ აღმოაჩნდა, რომ უბრალოდ, როგორც მინიმუმ, ჩვენთვის მოესმინა, წარმოებაში მიეღო საქმე და ამის შემდგომ შეეფასებინა პირველი და მეორე ინსტანციის განაჩენი სწორი იყო თუ არასწორი, კანონიერი თუ უკანონო. შესაბამისად, მიიღებენ ყველაზე მწარე სილას სტრასბურგის სასამართლოსგან, რაც კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეფასება გაუკეთებია ქართული მართლმსაჯულების მიმართ. ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, რომ ის უკანონო საქმე, რომელიც ყველამ დაინახა, თუ როგორი შეკერილია, მიეღო წარმოებაში, მინიმუმ მოესმინა მხარეებისთვის და მაქსიმუმ სწორი და კანონიერი განაჩენი გამოეტანა,“ – განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლში წარსადგენ სარჩელზე მუშაობა უკვე დაწყვებულია და დეკანოზი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს იმაზე უფრო ადრე შეიტანს, ვიდრე სარჩელის წარდგენის ვადები ითვალისწინებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g