LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის, ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის!“ – პუტინმა კადიროვს დაბადების დღეზე გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

64
64265339-F2D7-4CCF-8902-936531693CA7

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი ამბობს, რომ „მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა“ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად დაურეკა და მიულოცა.

კადიროვის თქმით, პუტინისგან მან საჩუქრად გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიიღო.

„მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კარგი ამბავი. რუსეთის პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა. განკარგულება გამოიცა 709 ნომრით.

ამის შესახებ ვლადიმერ ვლადიმროვიჩმა პირადად შემატყობინა და მომილოცა.

უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის, ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის! ეს ჩემთვის დიდი პატივია.

მე ვაძლევ სიტყვას, რომ გავამართლებ წინასწარ მიღებულ ნდობას“, – ამბობს კადიროვი.

“ძვირფასო რამზან, იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება” – კანდელაკი კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს

ამავე მიმართვაში კადიროვმა ასევე თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მასწავლებლისა და ახალგაზრდობის დღეები აღინიშნება, იმის გამო, რომ მათი ფიქრი „არის მებრძოლებთან, რომლებიც უკრაინაში ნაციონალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში სამშობლოსა და ხალხთა ინტერესებს იცავენ.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g