LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაჩიკო, გამორჩეულო ბიჭო, გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებთ, რომ მუსიკა და პოეზია ყოველთვის იყოს შენი ცხოვრების ნაწილი“ – იუბილარ ვაჩე ღვინიაშვილს მეგობრები მიმართავენ

188
ვაჩე ღვინიაშვილი

ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი, მუსიკალურ პროექტ „რანინას“ ერთ-ერთი პირველი თაობის წარმომადგენელი, ვაჩე ღვინიაშვილი, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიპყრო მსმენელის გული, დღეს იუბილარია.

ვიდეო: „დედა არის ჩემი პირველი სიყვარული…მწვანე ყვავილები რომ ააფეთქო და შიგნით ცრემლი ჩააწვეთო, ეს არის დედაჩემის თვალები“ – ვაჩე ღვინიაშვილი მშობელზე ემოციურად საუბრობს

ვაჩე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, მათ შორის „რანინელებისგან“ და პედაგოგებისგან უამრავ მილოცვას იღებს.

„ვოკალის აკადემიის გუნდი სიყვარულით ულოცავს ვაჩეს დაბადების დღეს! გისურვებთ, რომ მუსიკა და პოეზია ყოველთვის იყოს შენი ცხოვრების ნაწილი. გვიყვარხარ“, – აღნიშნულია „ვოკალის აკადემიის“ მიმართვაში.

ვვოკალის აკადემიის გუნდი სიყვარულით ულოცავს ვაჩეს დაბადების დღეს! 🎵 გისურვებთ, რომ მუსიკა და პოეზია ყოველთვის იყოს შენი ცხოვრების ნაწილი ✨🎉 გვიყვარხარ ❤️ @vache_prince

Posted by ვოკალის აკადემია on ორშაბათი, 09 მარტი, 2026

„ჩემო ვაჩიკო, გამორჩეულო ბიჭო, გილოცავ! იყავი ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული. მიყვარხარ ძალიან და როგორ გამიმართლა, რომ მყავხარ“, – წერს ვოკალის ცნობილი პედაგოგი მანანა მორჩილაძე.

„ვაჩე, ჩემო უსაყვარლესო ძმაკაცო, გილოცავ შენს დღეს! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. ისეთი მხიარული ხარ, რომ როცა უხასიათოდ ვარ, შენი დანახვისთანავე სულ სხვანაირად მხიარული ვხდები. მიხარია, რომ ასეთი ძმაკაცი მყავს. ასე გვეცხოვროს მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდით“, – წერს „რანინას“ ერთ-ერთი ფინალისტი, მომღერალი ოთო ბაზერაშვილი.

ვაჩეე, ჩემო უსაყვარლესო ძმაკაცო, გილოცავ შენს დღეს! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს…

Posted by Oto Bazerashvili on ორშაბათი, 09 მარტი, 2026

„ვაჩე, გილოცავ დაბადების დღეს.

გისურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, უამრავ წარმატებას და ზღაპრულ მომავალს“, – წერს „რანინას“ გასული სეზონის გამარჯვებული და საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილე ანიტა აბგარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g