LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაგრძელებთ მუშაობას სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

79
მიხეილ სააკაშვილი 2

ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებაზე – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო და ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ სააკაშვილის ადვოკატებს.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა მის ციხეში გადაყვანის საშუალებას არ იძლევა.

უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივისცემით მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვან მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები.

“ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში მის დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა,”- წერს უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე.

magti 5g