LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

53
50

კახა კალაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. „კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ – ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება. მოგეხსენებათ, აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო და ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკის დაარსებიდან არასდროს განხორციელებულა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი და დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი.

„სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები. დამატებით, მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე, მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინებისა და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 673 ძირი ბუჩქი და 1 338 ძირი ხე. ამასთან, 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილია ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვაც. ეს სამუშაოები უკვე მინდინარეობს და მომდევნო წლის გაზაფხულზე ყველაფერი მოწესრიგებული, გამწვანებული და ულამაზესი იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები