LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენტინობის დღის აღსანიშნავად რამდენიმე საინტერესო იდეა!

49
GettyImages-1126081334

შეყვარებულების დღეც მოგვადგა და ალბათ ბევრიც იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გსურთ მისი აღნიშვნა. ზოგიერთ წყვილს სავახშმოდ წასვლა აბედნიერებს, ზოგს კი სახლში დარჩენა და საყვარელი სატელევიზიო შოუს ყურებაც აკმაყოფილებს.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა თქვენს პარტნიორს სიურპრიზები უყვარს და უნიკალური ვალენტინობის დღის დაგეგმვაზეც აქტიურად ფიქრობთ.

თვალი გადაავლეთ ამ იდეებს და იქნებ თქვენი სიყვარულის დღის შესაბამისი აქტივობაც მოიფიქროთ.
გახსოვდეთ, რომ მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს და ამ დღის განსაკუთრებულად ქცევა მცირე ძალისხმევითაც შეგიძლიათ.

• მოაწყვეთ კინო-საღამო.
• გააცოცხლეთ თქვენი პირველი პაემანი, წადით იმ ადგილას სადაც პირველად შეხვდით ანდაც ეს ყველაფერი სახლში გააკეთეთ.
• დაკავდით სპორტული აქტივობით ერთად.
• წადით მუზეუმში ან გამოფენაზე.
• წადით ბარში სადაც ცოცხალ მუსიკას მოუსმენთ.
• წადით კარაოკეში და ერთად ბევრი იმღერეთ.
• წადით ღვინის ან შოკოლადის დეგუსტაციაზე.
• მაგიდის თამაშები სხვა წყვილთან ერთად.
• წადით ბოულინგზე.
• ერთი დღე საქველმოქმედო მოხალისეობას დაუთმეთ.
• დაჯავშნეთ მდიდრული სასტუმრო ერთი ღამით.
• წადით ყინულზე სასრიალოდ.
• უყურეთ კომედიურ შოუს.
• მოამზადეთ საყვარელი კერძი, ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები