LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვანო მერაბიშვილი ციხიდან ხვალ დაახლოებით 10 საათისთვის გამოვა” – ოთო კახიძე

122
ოთო

ვანო მერაბიშვილი ხვალ საპატიმროს დაახლოებით 10 საათისთვის დატოვებს. როგორც “ფორტუნას” დღის თემაში “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა, “ეს მოხდება ხვალ დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 10 საათისთვის”. 

რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, როგორც კახიძემ გვითხრა, ის მერაბიშვილის მაგივრად ვერ ისაუბრებს, თუ რას იზამს ან რომელ პოლიტიკურ გუნდში წავა, თუმცა ამბობს, რომ თუ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება, ამით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილს შეიტანს. 

მიშამ თქვა, დაისვენოსო, კალაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოსო, მარგველაშვილმა - მართლა გამოდისო? - სად წავა მერაბიშვილი

2020 წლის 20 თებერვალს კი ყოფილი პრემიერი სანუკვარ სიტყვებს - მერაბიშვილი „სვეშჩამი“ - გაიგონებს.

“ფორტუნას” შეკითხვაზე, რას იზამს “ქართული ოცნება” და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მერაბიშვილმა უგულავას ბედი გაიზიაროს და ისევ დააბრუნონ ციხეში 2020-ის არჩევნების წინ, ოთო კახიძემ გვიპასუხა, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლებისგან არაფერია გასაკვირი. 

“ეს ისევ ივანიშვილისთვის იქნება ტრაგიკული, საბოლოოდ მოლდოველი ოლიგარქის ბედს გაიზიარებს. პლახატნიუკი ე. წ. “მაგნიტსკის სიაში” ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა ოჯახის წევრებთან ერთად. შესაბამისად, ივანიშვილი ბოლომდე ვა ბანკზე წამსვლელი არ არის. ის ცდილობს, რომ რეპრესიებით დააშინოს სხვები და კუნთები აჩვენოს, მაგრამ მას რეალურად არ შეუძლია ოპონენტებს ნორმალურ საარჩევნო კონკურენციაში გაუმკლავდეს და ციხით ემუქრება. ამის კი, ფაქტია, არავის ეშინია”, – აცხადებს ოთარ კახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g