LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უდოს კომისიამ ნოემბრიდან უნდა იმსჯელოს

79

გაათავისუფლებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს – ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სასჯელაღსრულების სამინისტროს უპასუხა, სადაც უწყება განმარტავდა, რომ ვადამდე ადრე გათავისუფლების წლები მსჯავრდებულს ჯერ მოხდილი არ აქვს.

მერაბიშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 18 დღეში პატიმრობის 2/3 უკვე მოხდილი ექნება, შესაბამისად, გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, 20 ნოემბრიდან საკითხზე  უდოს კომისიამ ყოველგვარი მიმართვის გარეშე უნდა იმსჯელოს.

ვანო მერაბიშვილს გიორგი ჩივიაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სავარაუდოდ, დღეს მოინახულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები