LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას უფლებები დავიცვა: სალომე სამადაშვილი

62
სალომე-სამადაშვილი (2)

პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია. როგორც პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია გარეჯის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას აუცილებლად აპირებს, თავად კი, როგორც ეს სამადაშვილმა თქვა, ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენებს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებები დაიცვას.

“რა თქმა უნდა, ივერი მელაშვილი, ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია. მინდა განსაკუთრებით გამოვეხმაურო გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც გამოაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც სრულიად უდანაშაულოა, თურმე მას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე გამოჩენა უნდა მოერიდოს. ამას არავინ არ მოითმენს!

აუცილებლად ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვაპირებ, გარეჯის საქმეზე ყველა საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენო, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენები, იმისთვის რომ დავიცვა ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ილიჩოვას უფლებები”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ: გია ვოლსკი ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

“ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის” – გიორგი მშვენიერაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე პარლამენტში კომისიის შექმნას მოითხოვს

 

magti 5g