LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა მხოლოდ მწვავე ინფექციისგან და მისი მძიმე მიმდინარეობისგან კი არა, მისი შემდგომი გართულებებისგან, გახანგრძლივებული კოვიდისგან და პოსტკოვიდური სინდრომისგანაც გვიცავს: ალექსანდრე გოგინავა

281
გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არამხოლოდ მწვავე ინფექციისგან და მისი მიმდინარეობისგან, არამედ გახანგრძლივებული კოვიდისგან და პოსტკოვიდური სინდრომისგანაც იცავს ადამიანებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ხანგრძლივი კოვიდი ხშირად გულის იშემიური დაავადებების რისკს 40-50-ჯერ ზრდის.

„საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ხანგრძლივი კოვიდის და პოსტკოვიდური სინდრომის რისკები ბევრად მცირდება იმ ადამიანებში, ვინც ვაქცინირებულები იყვნენ და ისე გადაიტანეს კოვიდინფექცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განახევრებულია, 60%-ითაა შემცირებული. ვაქცინა მხოლოდ მწვავე ინფექციისგან და მისი მძიმე მიმდინარეობისგან კი არ გვიცავს, არამედ შემდგომი გართულებებისგან, გახანგრძლივებული კოვიდისგან და პოსტკოვიდური სინდრომისგანაც და ამცირებს რისკებს.

ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, როცა ადამიანს, რომელმაც თუნდაც მსუბუქად გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია, შემდეგ დაემართა გულის იშემიური დაავადება, ჩამოყალიბდა დიაბეტი, დაემართა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ. როგორც მახსოვს, დაახლოებით 40-50-ჯერ ზრდის გულის იშემიური დაავადებების რისკებს კოვიდის გადატანა. „დელტას“ დროს იყო ასეთი სტატისტიკა, რომ ვინც რეანიმაციაში ან ინტენსიურ განყოფილებაში მოხვდნენ დაახლოებით მესამედს დასჭირდა რეჰოსპიტალიზაცია, ხელმეორედ მოხვდნენ საავადმყოფოში“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები