“ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის რომ ვაქცინა, რომელსაც სისხლის ფასად ვშოულობთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაფუჭდეს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გაკეთებულია AstraZeneca-ს 22 ათასამდე ვაქცინა, ხოლო 11 ათასამდე დაჯავშნილია და შესაბამისი უწყებები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ იმისთვის, რომ 10-ათასამდე დოზა აუთვისებელი არ დარჩეს. გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის შესაბამისი ნაწილის ვაქცინაციაში ჩასართველად აქტიურად მუშაობენ.
ამავე თემაზე: