LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ, გთხოვთ, ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი: ამირან გამყრელიძე

225
ამირან გამყრელიძე

“კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რის გამოც, ქვეყანამ შესაბამისი შემზღუდავი ზომები მიიღო, თუმცა, აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას,” -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ისევე როგორც ევროპაში, ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს მეტ-ნაკლები ეფექტურობით ადმინისტრირდება.

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი.

ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს, თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც დღეს ყველგან ცირკულირებს, მათ შორის, ჩვენთან თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე როგორც ევროპაში და ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g