LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია ორსულობამდე პერიოდშიც შესაძლებელია და რაიმე მონაცემი შესაძლო რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოფითი გავლენისა, არ არსებობს: ხათუნა ზახაშვილი

86
ორსულების ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვაქცინაცია ორსულობამდე პერიოდშიც შესაძლებელია და რაიმე მონაცემი შესაძლო რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოფითი გავლენისა, ამ ეტაპზე, არ არსებობს.

“ფორტუნას” შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე უარყოფითი გავლენა იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა ვაქცინაციის შემდეგ დადგა, ზახაშვილმა გვიპასუხა, რომ ორსულობამდე იმუნიზაცია სრულიად შესაძლებელია.

„რაიმე, შესაძლო გავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე არსად არ არის აღწერილი, არც ერთი კოვიდის წინააღმდეგ არსებული ვაქცინებისა. ორსულობამდე მოქალაქის აცრა შესაძლებელია ნებისმიერი ვაქცინით, რომელიც ადამიანს სურს და მის ასაკს შეესაბამება. შესაბამისად, შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც „ფაიზერი,“ ისე „სინოვაკი“ და „სინოფარმი.“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ იმუნიზაცია და დაგეგმოთ ორსულობა,“ – გვითხრა ხათუნა ხაზაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g