“სინოფარმით” ვაქცინაციისვის რეგისტრაციის პორტალი გაიხსნა.
ვებ-გვერდი გასული დღის განმავლობაში გამორთული იყო. მიზეზად კიბერშეტევა სახელდება.
დღეიდან, მსურველებს ვაქცინაციაზე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ https://booking.moh.gov.ge/ პორტალის მეშვეობით.
ცნობისთვის, ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.
