LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინებზე რეგისტრაცია შესაძლებელია კლინიკაში მისვლითაც: გაბუნია

53
tamar gabunia

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება კლინიკაში ვიზიტის შედეგადაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის რეგისტრაციის ახალი ფორმები განმარტა.

„გუშინ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, ქვეყანამ მიიღო 1 მილიონი დოზა ვაქცინა. ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი.

გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, რომელიც მოქალაქეებს ელოდება.

ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულება არის ჩართული, რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე დაწესებულების ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია კლინიკაში ვიზიტის შედეგად, თუ მას სხვაგვარად არ შეუძლია რეგისტრაცია.

მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი:  15 – 22, რომელიც კლინიკურ შეკითხვებზეა  ორიენტირებული,”- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, მასობრივი ვაქცინაცია გუშინ დაიწყო და ქვეყანამ 1 მილიონი ვაქცინის დოზა უკვე მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g