LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით ბრალიც დაუმძიმდა

136
varketili

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავებულ ალექსანდრე ივანოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უწყების ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. მოგვიანებით კი ბრალდებულს ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივანოვს პოლიციელებზე თავდასხმასთან ერთად ხულიგნობასა და ოჯახში ძალადობასაც ედავებიან.

„ბრალდებული ალკოჰოლურის თრობის ზემოქმედების ქვეშ უმისამართოდ ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, უპატივცემლობა გამოხატა საზოგადოების მიმართ და ასევე, შეტყობინების საფუძველზე გასულ პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივ ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი. მას ასვე ბრალი ედება მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისთვის, რამაც მისი მეუღლის ტანჯვა გამოიწვია. ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ასევე ოჯახში ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას” – განაცხადა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g