12 ივლისს, ლოს-ანჯელესის Walt Disney Concert Hall-ში „სამეფო კარის თამაშების“ ახალი, რიგით მეშვიდე სეზონის პრემიერა შედგა. სერიალის ახალი სერიების ნახვა ტელეეთერით რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი, მანამდე კი ცნობილმა სახეებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და საპრემიერო მილოცვები მიიღეს.
ფოტორეპორტიორების კადრში პირველად კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მოხვდნენ. შეყვარებული წყვილი გრძნობებს არც ამჯერად მალავდა.
რაც შეეხებათ დანარჩენ მსახიობებს, კამერების წინ წითელ ხალიჩაზე სიამოვნებით იპოზიორეს მეისი უილიამსმა, სოფი ტერნერმა, ნატალი ემანუელი და სხვებმა. ემილია კლარკი და ლინა ჰიდი საღამოზე არ გამოჩენილან, თუმცა მათი ფოტოსესიის ნახვა ჟურნალ Time-ში არის შესაძლებელი.