ვენეციაში, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის „საუკუნის ქორწილზე“, ვარსკვლავთა შეკრება უკვე დაიწყო. ფოტოგრაფების ობიექტივში უკვე მოხვდნენ მთავარი გმირებიც. ლორენ სანჩესი, რომელიც შავ, უმკლავებო, ბისერებით გაწყობილ კაბაში გამოჩნდა, სტუმრებს დიდი სიხარულით ხვდებოდა, მის გვერდით იმყოფებოდა მისი საქმროც, რომელსაც თეთრი მაისური და შავი პიჯაკი ეცვა.
ობიექტივში ასევე მოხვდნენ კიმ კარდაშინი და მისი დედა, კრის ჯენერი, ივანკა ტრამპი ოჯახთან ერთად, რომელიც ვენეციას წუხელ ღამე ესტუმრა.
ცნობისთვის, სამ დღიანი ცერემონიალი დღეს, 26 ივნისს, ვენეციაში, კუნძულ „სან ჯორჯო მაჯორეს“ მახლობლად აიღებს სტარტს და იქ ისეთ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან, ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო, კიმ კარდაშიანი, კრის ჯენერი და ა.შ…სულ, საერთო ჯამში „საუკუნის ქორწილს“ 200 ადამიანი დაესწრება.









