„ვარსკვლავური ომები 8: უკანასკნელი ჯედაი“ ჩინური კინოგაქირავებიდან მთლიანად მოხსნეს. მიზეზად ჩინელ მაყურებელში ფილმისადმი დაინტერესების მინიმალური დონე სახელდება.
აღნიშნული ფაქტი გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან ლეგენდარული საგა ადგილობრივებისთვის გამორჩეულად საყვარელი და პოპულარული არასოდეს ყოფილა, თუმცა წინა, მეშვიდე ეპიზოდმა ჩინულ კინოგაქირავებაში 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მიუხედავად ამისა, ჩავარდნას ფილმის მსოფლიო კინოგაქირავების წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია. ამ დროისთვის ეს რიცხვი 1,3 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი, პროექტი კი მსოფლიო კინემატოგრაფის ათ ყველაზე პოპულარულ ფილმს შორის არის მოხვედრილი.