LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვარსკვლავური ომები 8” მსოფლიო კინოს ათ ყველაზე შემოსავლიან პროექტს შორის მოხვდა

168

„ვარსკვლავური ომები 8: უკანასკნელი ჯედაი“ მსოფლიო კინემატოგრაფის ათ ყველაზე შემოსავლიან პროექტს შორის მოხვდა. გასულ უქმეებზე მისმა მოგებამ 1 264 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ გზით კი მან ათეულიდან „მზეთუნახავი და ურჩხული“ გამოთიშა. ფილმი 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი კინოპროექტი გახდა როგორც ამერიკულ, ისე მსოფლიო კინოგაქირავებაში.

მე-9 პოზიციაზე მყოფი მულტფილმი „გაყინული“ მას რამდენიმე მილიონით აშორებს, ამიტომ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ უახლოს მომავალში, ცნობილ ანიმაციას ის ერთი ადგილით უკან დასწევს.

შეგახსეენეთ, რომ ფილმში მთავარ როლებს კერი ფიშერი, ადამ დრაივერი, მარკ ჰემილი, ჯონ ბოეიგა, ოსკარ აიზეკი, ენდი სერკისი, ლუპიტა ნიონგო, დონალ გლისონი და სხვა ჰოლივუდის მსახიობები ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები