გუშინ, ლონდონში „ვარსკვლავური ომების“ ახალი ნაწილის პრემიერა ლონდონში გაიმართა. ჩვენების მთავარი გმირები პრინცები – უილიამი და ჰარი გახდნენ, რომლებიც ფილმის ეპიზოდშიც მონაწილეობენ.
პრემიერაზე ორივე მათგანი მეორე ნახევრების გარეშე გამოცხადდა. კეიტი სხვა ღონისძიებას სტუმრობდა, მეგანი კი ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა.
პრინცების გარდა წითელ ხალიჩაზე მარკ ჰემილი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი, ბენისიო დელ ტორო და სხვა ვარსკვლავები გამოჩნდნენ.