LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე, ეს ჩავა ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში, ბრიუსელში – ქართველი ხალხის არჩევანი არის NATO და ევროკავშირი 

114
გიორგი ვაშაძე

სამი ოპოზიციური პარტია – „გირჩი მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროკავშირისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე კამპანიას იწყებს.

როგორც მათ მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, კამპანიის მიზანია, გამოხატოს ქართველი ხალხის აზრი, რომ „საქართველო ევროკავშირის და NATO-ს წევრობას იმსახურებს და ვერცერთი ხელისუფლება ამ მისიის შესრულებას ვერ გადააფიქრებინებს“:

„24 თებერვალს ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარულები ვართ, ასევე მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და NATO.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ამის ფონზე, „ქართული ოცნება“ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერ საქართველოს იდეის რეალიზებად მითითებულია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. არათუ არ ასრულებს რეფორმების 12-პუნქტიან გეგმას, არამედ აინიცირებს რუსულ კანონპროექტს, რომელზედაც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს ეწინააღმდეგება.

ამიტომ ერთადერთი გზა არის, რომ საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე.

„ლანძღავენ ევროკავშირს, იღებენ ავტორიტარულ კანონებს, ხარჯავენ ჩვენ ფულს და დასეირნობენ ევროპაში – მოვუწოდებ ყველას, ვინც აპირებს შეხვდეს „ქოცებს“ უცხოეთში, ნუ მისცემენ მათ ლეგიტიმაციას“ – ანა დოლიძე

ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში, ბრიუსელში. ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის, ჩვენი, ყველას აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის, NATO-ს წევრობას, საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ვერცერთი ხელისუფლება, ვერანაირი პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას ვერ გადაგვაფიქრებინებს.“– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოპულარულები