LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ვადა 3 სექტემბრამდე მისცა: აშშ-ში რუსეთის ელჩი

112
1624180561-ფოტო11

შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, ვაშინგტონმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ვადა 3 სექტემბრამდე მისცა.

ელჩის განმარტებით, აღნიშნული დიპლომატების ვიზების მოქმედების ვადა იწურება. ამასთან, მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს.

”თითქმის ყველა მათგანი ქვეყანას ჩანაცვლების გარეშე დატოვებს, რადგან ვაშინგტონმა მოულოდნელად გაამკაცრა ვიზის გაცემის პროცედურები,“- აღნიშნა ანტონოვმა გამოცემა National Interest-თან ინტერვიუში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g