LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის განაჩენზე

130
Untitled design - 2022-01-12T113949.342

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის განაჩენის გამოცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ ხელისუფლებამ იცოდა, რა მძიმე საერთაშორისო რეაქციები მოყვებოდა მათ დაჭერას და ხანდაზმულობის ვადის გამო, მათი სასჯელისგან გათავისუფლების მოტივი, სწორედ, საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდება.

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

„ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა??. ხომ დამტკიცდა, რომ სამი წელი ტყუილად ატარეს პროკურატურასა და სასამართლოში, აბრალეს ყველანაირი საზიზღრობა!

ვითომ საქმის ხანდაზმულობის გამო აღარ ვიჭერთო?, გადასარევად იცოდა ხელისუფლებამ, რა მძიმე საერთაშორისო რეაქციები მოყვებოდა დაჭერას და ასე გამოძვრა?? ?. და მოსამართლე რომ ნაწერს ვერ კითხულობდა რაღარც მომენტში?“?? – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.