„ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას მოზარდებში მრავალი სერიოზული ზეგავლენა აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე ნეირო-ქცევით განვითარებაზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი წერს.
ცნობილი ექიმი ეგრეთ წოდებული „ვეიპინგის“ შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობს.
პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში „ვეიპინგი“ იწვევს ლიპიდურ პნევმონიას, ხშირად საჭირო ხდება დიფერენცირება ფილტვის სიმსივნესთან.
მისი თქმით, ნიკოტინის ეფექტები ზეგავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე, აფერხებს მეხსიერებას, კონცენტრაციას, ზრდის შფოთვას და უძილობას.
„ერთ მტკივნეულ საკითხს მინდა შევეხო,რაც ძალიან ხშირია და საყურადღებო,რადგან უკვე ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა არსებობს… ვეიპინგი, თანამედროვე და დაუნდობელი მკვლელი… ვეიპინგს (ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას) მოზარდებში მრავალი სერიოზული ზეგავლენა აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე ნეირო-ქცევით განვითარებაზე. რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ფილტვის დაზიანება:
ვეიპინგთან ასოცირებულია ე.წ. EVALI– Vaping Associated Lung Injury, რომელიც შეიძლება მწვავედ განვითარდეს და საჭირო გახდეს ინტენსიური მკურნალობა.
სიმპტომები: ხველა, ქოშინი, ტკივილი მკერდში, ცხელება, სისუსტე.
ზოგიერთ შემთხვევაში ვეიპინგი იწვევს პნევმონიის მსგავს ინფილტრატებს ან ლიპიდურ პნევმონიას, ხშირად საჭირო ხდება დიფერენცირება ფილტვის სიმსივნესთან.
ნიკოტინის ეფექტები:- ახდენს ზეგავლენას ტვინის განვითარებაზე– აფერხებს მეხსიერებას, კონცენტრაციას, ზრდის შფოთვას, უძილობას.
ზრდის სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე გადასვლის რისკს.
ქიმიური ტოქსიკურობა:- ბევრ ვეიპ მოწყობილობაში ნაპოვნია მძიმე ლითონები (ტყვია, ნიკელი), ფორმალდეჰიდი და სხვა კანცეროგენული ნივთიერებები.
სტატისტიკა:- აშშ-ს CDC-ის მონაცემებით, EVALI-ის 2020 წლის მდგომარეობით 2800-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და მრავალი სიკვდილი დაფიქსირდა.
მოზარდებში ვეიპინგის მოხმარება იზრდება – 12-დან 17 წლამდე ასაკში 1-დან 5 მოზარდს აქვს მოხმარების გამოცდილება.
ვეიპის მოხმარება რეალური საფრთხეა როგორც სასუნთქი სისტემისთვის, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
პრევენციისთვის საჭიროა მეტი განათლება და ადრეული ჩარევა,მეტი საუბარი მის მავნეობაზე!!!“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.
ერთ მტკივნეულ საკითხს მინდა შევეხო,რაც ძალიან ხშირია და საყურადღებო,რადგან უკვე ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა…
Posted by Inga Mamuchishvili on შაბათი, 28 ივნისი, 2025