LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველით შაკირას რეაქციას“ – ჟერარ პიკემ შეყვარებული საცხოვრებლად იმ სახლში გადაიყვანა, სადაც შაკირამ 11 წელი გაატარა

298
page

ჟერარ პიკესა და მისი ახალ შეყვარებულის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა. მედიის ცნობით, ფეხბურთელმა, კლარა ჩია მარტი ბარსელონაში მდებარე სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად, სწორედ იქ ცხოვრობდა პიკე შაკირასთან ერთად 11 წლის განმავლობაში.

ბუნებრივია, აღნიშნულმა ინფორმაციამ შაკირას გულშემატკივრების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთელის მიმართ ინტერნეტსივრცეში დიდი აგრესია მძვინვარებს.

„მოღალატე“, „ამორალური ხარ ჟერარ“, „ველით შაკირას რეაქციას“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პიკე ღამის კლუბში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა. უეცრად დარბაზში სტვენა და შეძახილები ატყდა. იქ მყოფი ადამიანები შაკირას სახელს სკანდირებდნენ. პიკე თავიდან მშვიდად შეხვდა დამსწრეთა პროტესტს, თუმცა, შემდეგ თავი ვერ შეიკავა და განრისხდა.

„მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ და თქვენ არავინ, ჯობია თქვენ საქმეს მიხედოთ“, – მიმართა პიკემ მათ.

ვიდეო: „მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, თქვენ არავინ“ – პიკეს ღამის კლუბში სტვენითა და შაკირას სახელის შეძახილებით დახვდნენ

ჟერარ პიკე ქორწილისთვის ემზადება – სად აპირებს ფეხბურთელი ხელის თხოვნას საყვარელი ქალისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები