LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველური ბუნების 2023 წლის საუკეთესო კადრი გახდა

161
4654

ველური ბუნების საუკეთესო კადრები პოპულარული კონკურსის Wildlife Photographer of the year-ის მაყურებელმა 59-ედ გამოავლინა. ამის შესახებ კონკურსის საიტზე განთავსებული ინფორმაცია იტყობინება.

2023 წელს წარდგენილ ყველა საკონკურსო ფოტოს შორის, მაყურებლის სიმპათია ბრიტანელი ფოტოგრაფის ნიმა სარიხანის ნამუშევარს ხვდა წილად. მის ფოტოსურათზე აღბეჭდილია თეთრი დათვი, რომელსაც აისბერგზე მშვიდად სძინავს. ფოტოგრაფი ცხოველს ნორვეგიის არქიპელაგთან სამი დღე უთვალთვალებდა. ნიმას თქმით, მანამ სანამ დაიძინებდა, ცხოველმა საწოლი თავისი თათებით გაასწორა და კომფორტულად მოეწყო.

კონკურსის დირექტორის დოქტორი დუგლას გურის აზრით, კადრი – „შთამბეჭდავი და გულში ჩამწვდომია“, „ეს ფოტო კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ცხოველსა და ბინადრობის ადგილს შორის მჭიდრო კავშირია და კლიმატის ცვლილება ამ არსებების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.

თავად ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე გამარჯვებამ მას უდიდესი სიამოვნება მოუტანა და იმედს არ კარგავს რომ გლობალური დათბობის შესაჩერებლად ჯერ კიდევ არის დრო.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მაყურებელმა 75 ათასი ნამუშევრიდან 25 საუკეთესო ფოტო აარჩია. გარდა თეთრი დათვისა გამორჩეული იყო – ასევე მხიარული კუს, ორი ბოკვრის, უდიდესი ჩიტის და უზარმაზარი მედუზის ფოტო სურათებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები