პოპულარული სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალის, „ველური დასავლეთის სამყაროს“ მეორე სეზონში სერიების ხანგრძლივობა გაიზრდება. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.
„საპრემიერო ეპიზოდი 70 წუთიანი იქნება, მეოთხე სერია კი, რომელიც, ჩემი აზრით საუკეთესოა, ერთ საათიანი იქნება. უკანასკნელი ნაწილი კი საკმაოდ ეპიკური გამოვიდა“, – განაცხადა სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმამ ჯონათან ნოლანმა.
შეგახსენებთ, რომ სერიალში მთავარ როლებს ედ ჰარისი, ევან რეიჩელ ვუდი, ჯეფრი რაიტი, ენტონი ჰოპკინსი და სხვა მსახიობები ასრულებენ. პროექტმა უამრავი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ოქროს გლობუსი“ და „ემი“.