გასულ კვირას, კიანუ რივზი საყვარელ ქალთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად პაემნის დროს გადაიღეს. წყვილმა ჯერ ლონდონის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული ისეირნა, შემდეგ კი რესტორანში ივახშმა. რეპორტიორების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია ნიშნობის ბეჭედი ალექსანდრას ხელზე.
ვნებიანი მზერა, კოცნა და ნიშნობის ბეჭედი – კიანუ რივზი ალექსანდრა გრანტთან უბედნიერესია
ყოველივე ამის შემდეგ, წყვილი წვეულებაზე გამოჩნდა. 52 წლის გრანტი შესანიშნავად გამოიყურებოდა ჭრელ კაბაში, მას მხრას 60 კიანუ უმშვენებდა. ისინი შუშხუნა ღვინოს მიირთმევდნენ.
ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ მალე შესაძლოა წყვილი, დაქორწინდეს.
კიანუ რივზმა გაგვიმხილა ალექსანდრა გრანტთან იდეალური ურთიერთობის საიდუმლო


