LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენდი და დანკინი მიტანისა და Drive-Tru სერვისით მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება

105
Wendys-DUNKIN-2

ვენდის დადანკინის რესტორნების ქსელი გამოხატავს სრულ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და აცხადებს მზადყოფნას, უწყვეტ რეჟიმში მოემსახუროს მომხმარებელს როგორც მიტანის, ასევე Drive-Tru სერვისის გამოყენებით.

“გაცნობებთ, რომ ვენდის და დანკინის რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, უწყეტ რეჟიმში ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Tru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას.

ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ყველა შეკვეთის დამზადება ხდება სრული სანიტარული თუ ჰიგიენური ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ ისე საერთასორისო სტანდარტებს. ამასთან, როგორც ვენდის ასევე დანკინის სათაო ოფისებისგან მიღებული გვაქვს COVID-19 -ის პრევენციისათვის მთელი რიგი აუცილებელი აქტივობების ნუსხა, რომელთაც განუხრელად ვიცავთ და ვანხორციელებთ. აქვე გაცნობებთ, რომ როგორც ვენდის ასევედანკინსრესტორნებს გააჩნიათ ყველა საჭირო რესურსი, პროდუქტების სათანადო მარაგი და მათი ამოწურვის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

მადლობა ერთგულებისთვის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.“ – აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზედენტი სოსო ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g